ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე უყრიან

საქართველო, თბილისი - 12:40 | 18.02.2020
ნანახია: 605

მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს განხილვის გარეშე უყრიან - შოთაძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით არ წარსდგება და არც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დააყენა. მისი თქმით, გუშინ, 17 თებერვალს შოთაძის მოსმენა სრულფასოვნად ჩატარდა, რის გამოც "მიზანშეწონილი არ არის ეს საკითხი პოლიტიკურ თემად კიდევ ერთხელ იქცეს".

"საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა და ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცესის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან ასეთი დეტალური განხილვა იყო, მე ბიუროს ვთხოვე, რომ ჩვენ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ და აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. ვინაიდან თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს, მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა კომიტეტს დასწრებოდნენ. ამიტომ პირველი მოსმენით დადგენილი წესით, პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე შეგვიძლია, პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე