ნაცმოძრაობას უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:28 | 18.02.2020
ნანახია: 604

არავითარი კრიზისი არ არის, „ნაცმოძრაობას“ უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს.

„ადრე 200 „ნაცი“ იდგა ამ აქციებზე ხოლმე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე, ბუნებრივია, 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, „ნაცმოძრაობას“ უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. ხედავთ, არანაირი რესურსი არ აქვთ და ეს მიანიშნებს, რომ არანაირი კრიზისი არ არის, კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილი კი, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე