ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არის დემოკრატია - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:11 | 18.02.2020
ნანახია: 516

ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის ის, რომელიც ახლა არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის ის, რომელიც ახლა არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს პოლიტიკური ძალა, მოქალაქეთა გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე. პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი", - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს მოვალეობა, დაამტკიცოს მთავარი პროკურორი, მიუხედავად იმისა, რომ შოთაძის კანდიდატურას ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

"მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ოპოზიციონერებთან, არამედ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, დავამტკიცოთ პროკურორი და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება კანდიდატურას, ნორმალურია. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე