უჰანის ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:18 | 18.02.2020
ნანახია: 867

უჰანში, ერთ-ერთი სპეციალიზირებული კლინიკის მთავარი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

მანამდე ლიუ ჩჟიმინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩინურმა ბეჭდურმა მედიამ. თუმცა მოგვაინებით ეს ინფორმაცია უარყო, მედია იუწყებოდა, რომ ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძოდნენ.

დღეს ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიუ ჩჟიმინი კოლეგების ძალისხმევის მიუხედავად, დილით გარდაიცვალა. ექიმი 51 წლის იყო, ის  ჩინეთში კლინიკის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა.

კლინიკა „უჩანი“, სადაც ლიუ ჩჟიმინი მუშაობდა, ერთ-ერთი პირველი სპეციალიზირებული დაწესებულებაა, რომელიც კორონავირუსით დაავდებულებს მკურნალობს. კლინიკაში სამედიცინო სფეროს 966 წარმომადგენელი მუშაობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე