ჯეფ ბეზოსი დედამიწის გადასარჩენად 10 მლრდ დოლარს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 09:56 | 18.02.2020
ნანახია: 821

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი პლანეტაზე კლიმატურ ცვილებებთან ბრძოლისთვის, დედამიწის ფონდს ქმნის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.

 „მინდა გავაუმჯობესო უკვე შესწავლილი შესაძლებლობები და შევქმნა ახალი მეთოდები კლიმატის ცვილებებით გამოწვეული დამანგრეველი ზემოქმედების წინააღმდეგ“ - წერს ბეზოსი.

ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად ის 10 მლრდ დოლარს გამოყოფს. ბეზოსის თქმით, დედამიწის ფონდიდან სახსრები გამოეყოფა მეცნიერებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ პრობლემით.

 „გრანტების გაცემას ზაფხულიდან დავიწყებ“, - აღნიშნა მილიარდერმა.

ბეზოსმა მიმართა კომპანიებს, ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რიგით ადამიანებს და ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

 „დედამიწა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს - მოდით დავიცვათ ის ერთად“, - წერს ბეზოსი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე