17 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 2 048 ახალი შემთხვევა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 17.02.2020
ნანახია: 690

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CCDC) ინფორმაციით, 17 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 2 048 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად). 17 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია 70 548 შემთხვევა. 17 თებერვლის მონაცემებითვე ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 1 563 -ს, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი 7 264-ს.

17 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 1 770 და გამოჯანმრთელების 10 844 შემთხვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე