სირიამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 13.02.2020
ნანახია: 970

სირიის სახალხო საბჭომ (პარლამენტმა) მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის გენოციდს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ინფორმაციას სირიის სააგენტო SANA ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ სირიის პარლამენტის დეპუტატებმა რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.

თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.

ანკარა მოითხოვს ტერმინის - "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე