თბილისში 201 674 კილოგრამი უაქციზო თუთუნი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 13.02.2020
ნანახია: 665

5 -12 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, სულ ამოღებული იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 201,674 კგ. უაქციზო თუთუნი.

აქედან, 14 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 57,074 კგ. უაქციზო თუთუნი, ხოლო 3 შემთხვევაში, დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 144,6 კგ. უაქციზო თუთუნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე