”ფარამდეპოს“ სააფთიაქო ქსელში სამართალდარღვევა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:14 | 26.09.2015
ნანახია: 2052

”ფარამდეპოს“ სააფთიაქო ქსელში სამართალდარღვევა აღმოაჩინეს, - ამის შესახენ ”პრაიმნიუსჯორჯიას” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარდა საკონტროლო შემოწმება „ფარამდეპოს“ სააფთიაქო ქსელში, რომელიც საკუთარი ინიციატივით მომხმარებლებს სთავაზობდა მათ მიერ დამზადებულ ბარათებს ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით ელექტრონული რეცეპტის მისაღებად.

”ეს ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ მედიკამენტის გაცემის წესს”, - განმარტავენ სამინისტროში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო 12:00 საათზე გამართავს ბრიფინგს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე