სამხრეთკორეული ფილმი „პარაზიტები“ ოსკარის გამარჯვებული გახდა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 10.02.2020
ნანახია: 347

სამხრეთკორეული სურათი „პარაზიტები“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარის პრემიის გამარჯვებული გახდა.  

ამერიკული კინოაკადემიის 92-ე ცერემონიაზე რეჟისორ პონ ჩჟუნ-ჰოს „პარაზიტები“ წარდგენილი იყო ექვს ნომინაციაში და ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.

პონ ჩჟუნ-ჰომ საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიიღო. ამის გარდა, ფილმი 2019 წლის საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად დასახელდა.

ოსკარის პრემიების გადაცემის ცერემონია ლოს-ანჯელესში, 9 თებერვალს გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე