"რიყის დოქები"აუქციონზე გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 11:42 | 30.01.2020
ნანახია: 1081

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ე.წ. "რიყის დოქების" გასხვისებას გეგმავს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, "რიყის დოქების" მშენებლობა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა და დღემდე ის უფუნქციოდაა დარჩენილი.

მინისტრის თქმით, შენობის საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარია და მთავრობა აუქციონში არ განსაზღვრავს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს.

როგორც თურნავა ამბობს, აქცენტი გაკეთდება "რიყის დოქების" კომერციულ და მიზანშეწონილ განვითარებაზე.
მისივე ინფორმაციით, აქუციონი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან გამოცხადდება.

„100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს, საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობისას. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, ფუნქცია, არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის. ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. ამ ეტაპზე 95 მლნ ლარი არის შეფასება, რომელიც გაკეთდა. ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ დავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი", - განაცხადა თურნავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე