უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 13:21 | 28.01.2020
ნანახია: 730

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან, კერძოდ კი ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

"ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება მოქალაქეების ევაკუცია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვართ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში.

ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე შეიძლება არ დადგეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი", - განაცხდა ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე