დასანანია, თუ ანკარა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს უჭერს - კონსტანტინ კოსაჩოვი

საქართველო, თბილისი - 16:10 | 27.01.2020
ნანახია: 985

დასანანია, თუ ანკარა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა აზერბაიჯანულ გამოცემა „ჰაქინთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან ეწინააღმდგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ მოვლენების ამგვარი განვითარების. რაც შეეხება თურქეთს, არ გავაიდეალებდი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას. ჩვენ ვისწავლეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სხვადასხვა მწვავე საკითხის გადაწყვეტაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნები სხვადასხვა საერთაშორისო ასპექტს ერთნაირი პოზიციით განიხილავენ. ჩვენ ურთიერთიერთობებში არსებობს მწვავე საკითხები, რომლებიც გვაშფოთებენ. თუ ანკარაც მხარს უჭერს ნატო-ში საქართველოს  დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ეს იწვევს სინანულს, რადგან 2008 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო დაპირებები თავბრუს ახვევს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს და ამწვავებს ვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე