ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 29.12.2015
ნანახია: 1500

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. კერძოდ, 24 დეკემბერს, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანაში, რომელსაც მართავდასაქართველოს მოქალაქე თ.ვ.,  ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად სავარძლის ქვეშ დამალული 55 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 23 დეკემბერსაც. საქართველოს მოქალაქე ო.რ.-ის ავტომანქანისა და კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: PARACETAMOLO E CODEINA (48 აბი) და PARACETAMOLO E CODEINA Alter (13 აბი) აღმოაჩინეს.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე