ამერიკელი კონგრესმენები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნის გამო - წერილი გახარიას

საქართველო, თბილისი - 09:10 | 22.01.2020
ნანახია: 1136

შეერთებული შტატების კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.

ამის შესახებ ცნობა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზიგერმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გაავრცელა.

„დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე", - წერს ადამ კინზინგერი.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა კიზინგერმა გიორგი გახარიას წერილი გასული წლის დეკემბერშიც მისწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე