სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლო რეკომენდაციებს იძლევა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 29.12.2015
ნანახია: 1591

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისaგან და რეკომენდაციებით მიმართავს:

  • ნუ შეიძენთ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში
  • სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას - დააკვირდით, რამდენად ახალია ის
  • ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს: 291 91 68.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე