რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მამა-შვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 21.01.2020
ნანახია: 903

რუსთავში ორი მამაკაცი, სავარაუდოდ,  ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად  დაიღუპნენ. მხუთავი არის დაგროვება სავარაუდოდ, წლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

გარდაცვლილია მამა-შვილი. დილით სახლში მისულმა ოჯახის წევრმა ერთი სააბაზანოში, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვა.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები მივიდნენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე