ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 21.01.2020
ნანახია: 766

ჩინეთში, ქალაქი უხანში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  6-მდე გაიზარდა, 227 ადამიანი ჯერ ისევ საავადმყოფოებში რჩება. ამის შესახებ ქალაქის მერმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 258-ს მიაღწია. მათგან 25 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მისივე თქმით, 51 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 12-ის კი კრიტიკული.

ახალი სახიფათო კორონავირუსი თავდაპირველად სწორედ ქალაქ უხანში გაჩნდა. ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე