თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს ციხეში სახალხო დამცველი და როდის არა - ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს

საქართველო, თბილისი - 13:38 | 21.01.2020
ნანახია: 782

თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს ციხეში სახალხო დამცველი და როდის არა,  - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იუტსიციის მინისტრს თეა წულუკინა, რომელმაც განაცხადა, რომ სახლხო დამცველი პენიტეციურ დაწესებულებში, პატიმრებთან არ დადის.

"რაც შეეხება იმ საკითხს, სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის შევა, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის, ჩემი გადაადგილების მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20-წლიანი და ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს ციხეში უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები და ახსნა. თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია, არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპეტენტური, არგუმენტირებული დასკვნები", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

წულუკიანმა ომბუდსმენი იმ ანგარიშის გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ვითარებას ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ, ლეგიტიმაცია კი ადმინისტრაციისგან აქვთ. წულუკიანის განცხადებით, ლომჯარია 2019 წელს, ერთხელაც არ შეხვედრია პატიმრებს პირადად, 2018 წელს კი საპატიმროში მხოლოდ 4-ჯერ იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე