უკრაინა ავიაკატასტროფის მიზეზად სარაკეტო დარტყმას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 09.01.2020
ნანახია: 1114

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ირანში ავიაკატასტროფის სამი ძირითადი ვერსია დაასახელა. უკრაინული მხარე არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავს საზენიტო რაკეტა მოხვდა, ასევე არ გამორიცხავს ტერაქტის შედეგად მომხდარ აფეთქებას ან ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით ძრავის აფეთქებას.

უწყების წარმომადაგენლის ალექსეი დანილოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით შექმნილი სახელმწიფო კომისია თეირანში უკვე ჩავიდა.

დანილოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის განიხლება თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსია - სარაკეტო დარტყმა, ძრავის აფეთქება ტექნიკური გაუმართაობის შედეგად და ბორტზე აფეთქება ტერაქტის შედეგად.

8 იანვარს თეირანში უკრაინული ავიალაინერი Boeing 737 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 177 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე