ავსტრალიაში ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 09.01.2020
ნანახია: 1216

მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად. ინფორმაციას სიდნეის უნივერსიტეტის პრესსამსახური კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროფესორ კრის დიკმანის ცნობით, 800 მლნ-ზე მეტი ცხოველი სტიქიას ახალი სამხრეთ უელსის შტატში ემსხვერპლა, მთელს ქვეყანაში კი დაღუპული ცხოველების რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა.

მეცნიერების განცხადებით, დაღუპული ცხოველების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

ავსტრალიაში ტყის ხანძრებმა მილიონობით ჰექტარი მოიცვა, ცეცხლმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაანადაგურა ათასობით სახლი. ზოგიერთ ადგილებში ხანძარი იმდენად ძლიერი, კვამლი კი ისეთი სქელი იყო, რომ ჰაერიდან მისი ჩაქრობა შეუძლებელი გახდა. ხელისუფლება სტიქიის ზონაში სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებსა და ავიაციას აგზავნის. ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს მასშტაბური ევაკუაცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე