უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 09.01.2020
ნანახია: 693

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის გამო, 9 იანვარი გლოვის დღეს გამოცხადდა. ბორტზე უკრაინის 11 მოქალაქე იმყოფებოდა.

სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევს მიემგზავრებოდა, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 10 წუთში ჩამოვარდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზები ჯერ არ არის გამორკვეული, თუმცა ირანული მხარე იტყობინება, რომ ეს შესაძლოა ძრავის აალებას გამოეწვია.

თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე