ბიძინა ივანიშვილის ქონება $525 მილიონით გაიზარდა - Bloomberg

საქართველო, თბილისი - 16:02 | 27.12.2019
ნანახია: 1141

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 525 მლნ დოლარით გაიზარდა და ამჟამად, 5,52 მლრდ დოლარს შეადგენს.

მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილი 371-ე ადგილს იკავებს.

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში რკინის მადნის წარმოებით, ფოლადის საწარმოებით, ბანკებითა და უძრავო ქონების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა.

2003-2006 წლებში მან ქონების ნაწილი გაყიდა და საქართველოს პრემიერ მინისტრი გახდა 2012 წლის ოქტომბერში. ერთ წელიწადში იგი გადადგა თანამდებობიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე