ვაკეში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს - დაკავებულია ერთი პირი

საქართველო, თბილისი - 11:16 | 29.12.2015
ნანახია: 1899

"საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი აყვანა ადგილზევე მოახერხეს.
შეიარაღებულმა პირმა ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ექსპრეს-ბანკის სერვის ცენტრის დაყაჩაღება სცადა. როგორც ”საქართველოს ბანკში” აცხადებენ, თანხა წაღებული არ არის. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე