ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 29.12.2015
ნანახია: 1495

ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა დაკავებული.

გამოძიების მტკიცებით, დავით ქოქოლაძე მოქალაქეს სოფელ ახალსოფელში თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა. სანაცვლოდ კი 3 ათასი დოლარი მოითხოვა.

ბრალდებულის დაკავება მისთვის თანხის ნაწილის გადაცემის დროს მოხდა. უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ელოდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე