ავტოსაგზაო შემთხვევას ჩაქვში 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 25.12.2019
ნანახია: 1002

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჩაქვისთავში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სავარაუდოდ ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი ხრამში 10 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და არიან დაღუპულებიც. ინფორმაციას ადასტურებს სამაშველო სამსახურიც, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში კი გვითხრეს, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადა გავიდა.

5 გარდაცვლილი მოქალაქე სამაშველო სამსახურმა უკვე ამოიყვანა ავტომობილიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან, ხუთივე მათგანი მამრობითი სქესისაა და გადაიყვანეს პროზექტურაში.

გარდაცვლილებს შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე