Forbes-მა ათწლულის ყველაზე მდიდარი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 16:39 | 24.12.2019
ნანახია: 852

ჟურნალმა Forbes-მა ათწლულის ყველაზე მდიდარი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი დაიკავა ამერიკელმა რეპერმა და პროდიუსერმა Dr. Dre-მა (ანდრე რომელ იანგი), მისი ქონება 950 მლნ დოლარად არის შეფასებული. აღნიშნულია, რომ მისი ბოლო ალბომი ("Compton") 2015 წელს გამოვიდა, თუმცა მუსიკოსი აუდიომოწყობილობების კომპანია Beats Electronics-ის თანადამფუძნებელი და აქციების 20 პროცენტის მფლობელია. ეს კომპანია 2014 წელს Apple-მა იყიდა.

მეორე ადგილზეა ამერიკელი ქანთრი-პოპ-შემსრულებელი ტეილორ სვიფთი(825 მლნ დოლარი). ის ასევე მოექცა 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგის სათავეში. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებია Shake It Off, Blank Space, Delicate, Style  და Bad Blood.

მესამე ადგილი დაიკავა ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ (685 მლნდ დოლარი).

რეიტინგში ასევე მოხვდნენ U2, Diddy, ელტონ ჯონი, Jay-Z, პოლ მაკარტნი, ქეთი პერი და ლედი გაგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე