ყველაზე მეტი "ტროლი"და "ბოტი" არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი შენაერთები - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:16 | 24.12.2019
ნანახია: 754

Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების გაუქმებას, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმიანება.

"გამოხატვა თავიანთი შეხედულებების ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა ყველაზე მეტი "ტროლი"და "ბოტი" ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი შენაერთები
ფეისბუკი არის თავისუფალი სივრცე, სადაც ყველას შეუძლია გამოხატოს აზრი ნებისმიერი ფორმით. ფეისბუკი არის თავისუფალი სივრცე, ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს მას", - თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე