პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი - პარლამენტი

საქართველო, თბილისი - 17:22 | 13.12.2019
ნანახია: 939

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც  შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  ამავე მიზეზით გადაიდო "მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე