ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, თუ რატომ საუბრობდა გიორგი გახარია რუსულ ენაზე უკრაინაში ვიზიტისას

საქართველო, თბილისი - 13:21 | 13.12.2019
ნანახია: 777

მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, სუამ-ის სამიტზე გიორგი გახარიას რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი თბილისში გაკეთებულ განცხადებებს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს ადეკვატურობის გარკვეული ზღვარი, როგორც ზოგადად მედიისთვის, ასევე ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც.
„მგონი ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე