„ქართული ოცნება“ ამბობს რომ თავის მაჟორიტარ დეპუტატებთან, გარკვეული პირობით, შეთანხმდა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 13.12.2019
ნანახია: 646

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის გარკვეული პირობით შეთანხმება მიღწეულია.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარები უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, რის სანაცვლოდ უნდა შემუშავდეს ისეთი საკონტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე.

„ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან. თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე