ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა ცხედრები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:07 | 13.12.2019
ნანახია: 771

ახალ ზელანდიაში კუნძულ უაიტ-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს.

პოლიციის განცხადებით, ნაპოვნი ექვსივე ცხედარი გემის ბორტზეა გადაყვანილი.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, 9 დეკემბერს, ვულკანის ამოფრქვევის მომენტში, მის სიახლოვეს 47 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ ახალზელანდილი, ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

ვულკანის ამოფრქვევას 8 ადამიანი ემსხვერპლა. 30 დაშავდა. დამწვრობის ცენტრებში 17 დაშავებული ამ დრომდე მკურნალობს,  13 მათგანის მდომარეობა მძიმეა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე