ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ

საქართველო, თბილისი - 09:57 | 13.12.2019
ნანახია: 628

დიდ ბრიტანეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, დიდი უპირატესობით იმარჯვებს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია, მოიპოვებს რა პარლამენტში უმრავლესობას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 650-ადგილიან პარლამენტში კონსერვატორები 362 მანდატს მიიღებენ, ლეიბორისტები 199-ს, შოტლანდიის ნაციონალური პარტია - 46-ს, ლიბერალ-დემოკრატები კი 8-ს.

კონსერვატორების ტრიუმფალური გამარჯვება, შესაძლებლობას მისცემს ბორის ჯონსონის მთავრობას, აუღელვებლად განაგრძოს და დაასრულოს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყვანის პროცესი 2020 წლის 31 იანვრამდე.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ, დატოვებს პარტიის ლიდერის პოსტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე