ანგელა მერკელი Forbes-მა 2019 წლის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 12.12.2019
ნანახია: 761

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში პირველ ადგილზეა. იტყობინება გამოცემა Forbes-ი.

რეიტინგის პირველ სამეულში ასევე შედიან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

ანგელა მერკელი უკვე ზედიზედ მეცხრე წელია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს სათავეში უდგას.

მე-20 ადგილზე გავიდა ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, 40-ე ადგილზე ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი - 42-ე ადგილზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე