ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი,- დაჩი ბერაია რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 12.12.2019
ნანახია: 776

პარლამენტში დაჩი ბერაიასა და რომან გოცირიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ბერაია აცხადებს, რომან გოცირიძემ შეაგინა და ხელი ჰკრა, მან კი "ადეკვატურად" იმოქმედა, რის გამოც, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

„მივუთითე, მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლა კაცი ხარ-მეთქი, მაგრამ არ გაიგონა, არ გაჩერდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა“,- აღნიშნა ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ბერაიამ განაცხადა, რომ რომან გოცირიძეს ხელით ვერ მისწვდა და ამიტომ წიხლი დაარტყა.

„ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“,- აღნიშნავს ბერაია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე