"საპროტესტო ხსნარი, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო - "სირცხვილია" პარლამენტში გამოყენებული ხსნარის ფოტოს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 12.12.2019
ნანახია: 708

მოძრაობა სირცხვილია სოციალურ ქსელებში აქვეყნებს იმ ხსნარის ფოტოს, რომლის გაშვების შედეგადაც დღეს პარლამენტში სხდომა ჩაიშალა.

"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში.

#სისტემაყარს! #სირცხვილია!" - წერია განცხადებაში.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს, 12 დეკემბერს პლენარული სხდომა მძაფრი სუნის გამო შეწყდა. დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია. ამის შესახებ მოძრაობამ საკუთარ Facebook გვერდზე წერს ჰეშტეგით - #სისტემაყარს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებისთვის უნდა ეყარათ კენჭი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე