ეს არის ტერორისტული აქტი - გია გაჩეჩილაძე

საქართველო, თბილისი - 14:43 | 12.12.2019
ნანახია: 623

დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ორი ოპოზიციონერი დეპუტატის ქმედება არის ტერორისტული აქტი.

მისი თქმით, მას არ დაუნახავს რა დაასხეს, თუმცა მძაფრი სუნია.

„რაღაცა დაასხეს, მე არ დამინახავს. შხამია თუ რა არის, არ ვიცი. ძალიან მძაფრი სუნია. ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი „ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც. ნატო ჩხეიძეს ელაპარაკებოდნენ და მაშინ ქნეს. ახლა ქიმიურ შემადგენლობას დაადგენენ. ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

სხდომა დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე