იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი

საქართველო, თბილისი - 12:15 | 12.12.2019
ნანახია: 701

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია.

ესენი არიან: ალექსანდრე წულაძე, მამუკა ვასაძე, მირანდა ერემაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, მაია ვაჩაძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, მერაბ გაბინაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანდიდატებს:

თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი.

რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მას ფორმალურად უყარეს კენჭი, ვინაიდან კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა.

მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს. მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე