რუსეთმა ქვეყნიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 12.12.2019
ნანახია: 723

რუსეთის საგარეო უწყებამ ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქვეყანა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ  გერმანიის ელჩი დაიბარა. არსებული ინფორმაციით, მას ბერლინიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხო ზომები გააცნეს.

ეგახსნებთ, გერმანიის საგარეო უწყებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ზიანს მიაყენებს გერმანიისა და რუსეთის ურთიერთბებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე