ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 12.12.2019
ნანახია: 582

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ცოტა ხანში უყრის.

"პარლამენტში არ შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საშვი გუშინ დაუშვეს. უჩემოდ აირჩევენ ე.წ. კვალიფიციურ და კლანის მხარდამჭერ მოსამართლეებს", - ამბობს ჯანეზაშვილი.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება. პლენალურ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ კანდიდატურა მოხსნა. პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე