პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გიორგი ვაშაძე გაიყვანა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 12.12.2019
ნანახია: 786

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გაიყვანეს. ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ვაშაძის გარდა, ტერიტორიიდან გაიყვანეს კიდევ რამდენიმე პირი.

მანამდე, პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ უთხრა, რომ აფერხებდა მოძრაობას. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოძრაობას არ აფერხებდა და პოლიციელებს მიმართა, განემარტათ, რატომ აკავებდნენ. ვაშაძემ სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე