საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 10:01 | 12.12.2019
ნანახია: 553

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ასევე, ორი წლისა და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე