პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 16:54 | 11.12.2019
ნანახია: 678

პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საქართველოს პარლამენტი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დატოვა.

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას მერვე მოწვევის პარლამენტში 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ნოემბრამდეც იკავებდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი ის აკაკი ზოიძის პირველი მოადგილე იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე