ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხიმსგებლობა თალიბანმა აიღო

საქართველო, თბილისი - 16:32 | 11.12.2019
ნანახია: 653

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვმია, რომ დაშავებული ქართველი სამხედროები აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

Tolo News-ის ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი. ტელეარხის ცნობით, თალიბებთან ბრძოლა გრძელდება, ლიკვიდირებულია სამი თავდამსხმელი, ერთ კი დაკავებულია.

ბაგრამის ავიაბაზასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სროლა დაიწყეს. ავღანეთში ნატოს მისიის წარმომადგენლის განცხადებით თავდასხმის სამიზნე სამხედრო ბაზასთან მშენებარე საავადმყოფო გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე