ტალინში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:19 | 11.12.2019
ნანახია: 743

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა, ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი “რაუას მწვანე სივრცე” გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ტალინის ცენტრალური უბნის გამგებელმა, ვლადიმერ სვეტმა და არქიტექტორმა, ტიინა ტუულიკმა.

საქართველოსადმი მიძღვნილ სკვერში გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.

“რაუას მწვანე სივრცე”, საქართველოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობის მისამართის, ნარვა მანტეს 20 ნომრის სიახლოვეს სიმბოლურად შეირჩა, რადგან სასტუმრო „როომა“, სადაც წარმომადგენლობა იყო განთავსებული, 1944 წლის 9-10 მარტის დაბომბვის შედეგად განადგურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე