ზურაბიშვილს თუ არ შეუძლია ლაპარაკი, გადადგეს და წავიდეს პენსიაზე - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 16:16 | 11.12.2019
ნანახია: 701

სალომე  ზურაბიშვილიმა დროზე ბოდიში მოიხადოს და თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც მერე შეხვდება ხოლმე როცა ასეთ სამარცხვინო რაღაცებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე. წავიდეს, თუ არ შეუძლია ლაპარაკი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„მთავარი გზავნილი იყო ზურაბიშვილის მჭახედ ნათქვამი, რაც ივანიშვილისგან და მისი გუნდის სხვადასხვა წევრებისგან ხშირად მოგვისმენია. მათი აზრით, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ გვქონდეს სახელმწიფო. ჩვენ თურმე უნდა ვიცეკვოთ, ვითამაშოთ, ოღონდ ქვეყნის მართვა, რაზეც იყო ლაპარაკი ილიას „მგზავრის წერილებში“, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“, ეს თურმე ჩვენ არ შეგვიძლია. არც ჯარი არ შეიძლება გვყავდეს თურმე და არ გვყავს, არც ეკონომიკის წინსვლის შანსი არა გვაქვს. ესე თქვა მან, მაგრამ უნდა მივბაძოთ ავტორიტარულ სახელმწიფოებს ინტერნეტის კონტროლში და უნდა აღვშფოთდეთ, როდესაც თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები, საქართველოს მეგობრები გვაკრიტიკებენ პუტინის რეჟიმის მსგავსად. კატასტროფული ბუკეტია ის, რაც მოვისმინეთ ზურაბიშვილისგან. დროზე ბოდიში მოიხადოს და თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც მერე შეხვდება ხოლმე როცა ასეთ სამარცხვინო რაღაცებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე. წავიდეს, თუ არ შეუძლია ლაპარაკი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, –  ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გუშინ გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე