თურქეთი, სანქციების შემთხვევაში, აშშ-ს ინჯირლიკის ამერიკული ბაზის დახურვით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 13:27 | 11.12.2019
ნანახია: 727

იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ანკარის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, რუსული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების С-400-ის შეძენის გამო, თურქეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

 „ჩვენ განვიხილავთ ყველაზე უარეს სცენარს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, დღის წესრიგში დადგება ინჯირლიკის ბაზისა (აშშ-ის ბაზა თურქეთის სამხრეთით) და ქიურეჯიკის (სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთი) საკითხი, - განაცხადა მინისტრმა ტელეარხ A haber-ის ეთერში.

ამის გარდა, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი განიხილავს რუსული გამანადგურებლებს, როგორც ამერიკული F-35-ის ტიპის თვითმფრინავების ალტერნატივას, თუ შეერთებული შტატები მათ მიწოდებაზე უარს იტყვის.

„აშშ ყველა ჩვენს წინადადებას უარით პასუხობს. თუ აშშ დადებითად მეოკიდება მ საკითხს, ჩვენც ასევე ვუპასუხებთ. მაგრამ თუ ვერ შევძლებთ F-35-ის ტიპის თვითმფრინავების შეძენას, მოვძებნით ალტერნატივას. ის შესაძლოა იყოს რუსული ბაზარი ან ნებისმიერ სხვა“, - დასძინა მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე