თბილისში მიკროავტობუსების განახლება მომავალი წლიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 11.12.2019
ნანახია: 539

მომავალი წლიდან თბილისში მიკროავტობუსების განახლება დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიკროავტობუსების განახლებისთვის სამგზავრო ტარიფების ზრდა არ მოხდება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, მიღწულია შეთანხმება მერიასა და სატრანსპორტო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც, ტარიფების ზრდის გარეშე, დაიწყება მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

მისივე განცხადებით, თავდაპირველად, 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენა იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე