საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 11.12.2019
ნანახია: 647

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ლაგოდეხთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კმ-ში დილის 6:30 წუთზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში 27 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევის ან დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე