ნიუ ჯერსიში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 11.12.2019
ნანახია: 588

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჯერსი სიტიში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქი პოლიციის უფროსის მაიკ კელის თქმით, დანაშაულის მოტივები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ჯერსი სიტიში პოლიციელი, რომელიც მკვლელობას იძიებდა, ორ ეჭვმიტანილს მიუახლოვდა, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გახსნეს და მაღაზიაში შევარდნენ, სადაც სროლას რამდენიმე საათის განმავლობაში აგრძელებდნენ. თვითმხილველთა თქმით, ასობით გასროლის ხმა გაიგეს.

კელის თქმით, მაღაზიაში აღმოაჩინეს ხუთი გარდაცვლლი, სავარაუდოდ, ორი მათგანი თავდამსხმელია.

დაღუპულია პოლიციელიც.

კელის თქმით, გამოძიებას რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე